მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვისოლმა" რუსთაველის თეატრთან ერთად "სალამურას" საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა

5a46492e69ea8
BM.GE
29.12.17 17:53
1232
"ვისოლ ჯგუფმა“ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების და ვეტერანთა ბავშვებისათვის საახალწლო განწყობის გასახანგრძლივებლად რუსთავლის თეატრთან ერთად „სალამურას“ საპრემიერო საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა და ეცადა ბავშვებსა და მოზარდებს, რომელთაც განსაკუთრებულად ჭირდებათ საზოგადოების ყურადღება, სითბო და პოზიტიური განწყობა, დაბედებოდათ გარემო, სადაც სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე და ოცნებები სრულდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვიშის საათის“, "ვორლდ ვიჟენის“, „ბერი ანდრიას ფონდის“, "კარიტასის“, "სოლიდარობის ფონდის". „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" ბენეფიციარებისათვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე "სალამურას“ დაწყებამდე ყველასათვის საყვარელმა "ვენდის“ გოგონებმა, "სმარტის" ციყვმა, „დანკინ დონატსის" კორპორაციულამ გმირებმა და თოვლის ბაბუამ იზრუნა.

®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები