ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს. რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ქსელის რიგით 45-ე ობიექტი გაიხსნა. „ვიგო“ „ვისოლის“ ოჯახის წევრია და მომხმარებელს ევროპული ხარისხის საწვავს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. „ვიგო“ დღეს უკვე 45 ავტოგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი და 2026 წლის ბოლომდე ქსელს საქართველოს ყველა კუთხეში 50-ზე მეტი ობიექტით განავითარებს.






























