ამერიკული Vista Outdoor, რომელიც საგარეო, სპორტული აღჭურვილობისა და საბრძოლო პროდუქტების მწარმოებელ 30-მდე ბრენდს აერთიანებს, გაიყიდა. კომპანია ორ ნაწილად, ორ სხვადასხვა მფლობელზე გაიყიდა, შეთანხმების მოცულობამ კი $3.35 მილიარდი შეადგინა.
Reuters-ის ინფორმაციით, Vista-მ თავისი სპორტული ინვენტარის დეპარტამენტი Revelyst საინვესტიციო კომპანია Strategic Value Partners-ს $1.1 მილიარდად მიჰყიდა.
რაც შეეხება საბრძოლო მასალის დეპარტამენტს - The Kinetic Group - ის თავდაცვის ჩეხურმა კომპანია CzechoSlovak Group-მა შეისყიდა.
CSG-ის თავდაპირველი შეთავაზება Kinetic-ის $1.9 მილიარდად, ხოლო Revelyst-ის 7.5%-იანი წილის $150 მილიონად შესყიდვას ითვალისწინებდა, თუმცა შეთავაზების გადახედვის შემდეგ საბოლოო გარიგებამ $2.2 მილიარდი შეადგინა, Revelyst-ის 100%-იანი წილი კი Strategic Value Partners-ს სრულად გადაეცა.
ჯამში ორივე გარიგების ღირებულებამ Vesta-ს თითოეულ აქციაზე $45 შეადგინა. ტრანზაქცია დადასტურებულია Vista-ს დირექტორთა საბჭოს მიერ, Revelyst-ის გარიგება კი ოფიციალურად 2025 წლის იანვრისთვის დაიხურება, მარეგულირებელი უწყებების დადასტურების შემდეგ.