საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მილიარდ 25 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5%-ით მეტია.
10 თვის მონაცემებით, ექსპორტისა და იმპორტის ჯამური მოცულობით საქართველოსთვის უმსხვილესი პარტნიორი თურქეთია. უფრო დეტალურად, ქვეყნის TOP 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალი და სავაჭრო ბრუნვები ასეთია:
- თურქეთი - $2 მლრდ 636 მლნ;
- რუსეთი - $2 მლრდ 62 მლნ;
- აშშ - $1 მლრდ 728 მლნ;
- ჩინეთი - $1 მლრდ 597 მლნ;
- გერმანია - $1 მლრდ 84 მლნ;
- აზერბაიჯანი - $ 1 მლრდ 69 მლნ;
- ყირგიზეთი - $1 მლრდ 52 მლნ;
- ყაზახეთი - $768.5 მლნ;
- სომხეთი - $706 მლნ;
- იაპონია - $446.1 მლნ.




























