„ორმა წამყვანმა კომპანიამ რამდენიმე დღის წინ მოახდინა ახალი სახსრების მოზიდვა ჩვენს ეკონომიკაში. „საქართველოს ბანკმა“ $100 მილიონი ლარის ჰიბრიდული კაპიტალი მოიზიდა და "სილქნეტმა" გამოუშვა $200 მილიონის ობლიგაციები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გადაჭარბებული მოთხოვნა ფასიან ქაღალდებზე. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორების საქართველოს და მისი საკანონმდებლო ჩარჩოს მიმართ ძალიან დიდი ნდობა აქვთ. ეს არაა მხოლოდ ფრაგმენტული წარმატება. ეს მოლოდინებია, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს აქვთ საქართველოს მიმართ“, - განაცხადა მან
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი ტრანზაქციები საქართველოს კაპიტალის ბაზარზეც განხორციელდება და კომპანიები შიდა ბაზრიდანაც შეძლებენ კაპიტალის მოზიდვას.
„რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ ეს ტრანზაქციები ჩვენი კაპიტალის ბაზარზე მომხდარიყო, თუმცა დარწმუნებული ვარ ის რეფორმა, რომელსაც განვახორციელებთ, საშუალებას მოგვცემს ქართულმა კომპანიებმა არამხოლოდ საერთაშორისო ბაზრებიდან მოიზიდონ სახსრები, არამედ ქართული კაპიტალის ბაზრიდანაც,”- აღნიშნა მან.

























