„ვისურვებდი, რომ მაია ცქიტიშვილისნაირი სახელმწიფო მოხელეები ბევრი გვყავდეს“, - ასე უპასუხა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მთავრობაში შესაძლოა მორიგი საკადრო ცვლილებები ინფრასტრუქტურის მინისტრს შეეხოს.
„მთავრობის თითოეული წევრი ღირსეულად უმკლავდება გამოწვევებს და იმ გეგმებს რომელიც წარვადგინეთ. როგორც განვაცხადე, ჩვენ ვართ უკმაყოფილო გარკვეული მიმართულებებით და იმ მენეჯმენტის სტანდარტით რომელსაც ჰქონდა ადგილი მუნიციპალიტეტებში. ჩვენ სისტემა გამოვცვალეთ, გვყავს ახალი გუბერნატორები. მე ვისურვებდი, რომ მაიასნაირი სახელმწიფო მოხელეები ბევრი გვყავდეს მთავრობაში“, - ამბობს პრემიერი.