მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისურვებდი, შუამავლების გარეშე ურთიერთობას მისო-ებსა და ეროვნულ ბანკს შორის - "ემ ბი სი"-ს დირექტორი

5eb8eff008ca8
ანუკა ჯოხაძე
11.05.20 10:54
959
"ვისურვებდი, შუამავლების გარეშე ურთიერთობას მიკროსაფინანსოებსა და ეროვნულ ბანკს შორის”, - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სი”-ს გენერალურმა დირექტორმა გია პეტრიაშვილმა bm.ge-ისთან მისო-ების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პეტრიაშვილი ამბობს, დღეს ეროვნულ ბანკს არ აქვს შემუშავებული ის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც უშუალოდ მიკროსაფინანსო ორგაზაციებთან ექნება უერთიერთობა, ეს კი მათ გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს.

პეტრიაშვილის განმარტებით, კრიზისის პერიოდში მნიშვნელოვანი სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც სექტორს დაეხმარება.

“ჩვენ გვესმის, რომ, ჯერჯერობით, ეროვნულ ბანკს არ აქვს ჩამოყალიბებული მექანიზმები, რომ უშუალოდ მიკროსაფინანსო სექტორთან ჰქონდეს ურთიერთობა და ამ ურთიერთობებს ამყარებს ბანკების გავლით, რაც ქმნის სერიოზულ პრობლემას, ეს პირველ რიგში, აძვირებს პროდუქტს, რომელიც ჩვენთვის არის გათვალისწინებული. ვისურვებდი უფრო მეტ სისწრაფეს, სწრაფად მიღებულ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ ეს კრიზისში ძალიან ღირებულია და შუამავლების გარეშე ურთიერთობას მიკროსაფინანსოებსა და ეროვნულ ბანკს შორის”, - აცხადებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სი”-ს გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები