ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2024 დასრულდა. მოზარდ ფეხბურთელთა ტურნირის - დარასელიას თასის ფინალს დინამო არენამ უმასპინძლა. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს “ვალენსია” და “იუვენტუსი” დაუპირისპირდნენ, საბოლოოდ კი ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელი იტალიური გუნდი “იუვენტუსი” გახდა. ფინალური მატჩის შემდეგ “დინამო თბილისის” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები და ფინალისტი გუნდების მოთამაშეები დააჯილდოვა. დარასელიას თასი - 16-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი 2016 წლიდან იმართება და მიმდინარე წელს მისი მეექვსე გათამაშება ჩატარდა. დაარსების დღიდან დღემდე ტურნირის ერთგული მხარდამჭერია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” და ეს თანამშრომლობა 2024 წელსაც გაგრძელდა.