ზამთრის კურორტებზე არსებული დატვირთულობა და ფასები იყო გასული კვირის მიწურულს ერთ-ერთი უმთავრესი თემა, რაზეც დარწმუნებული ვარ თქვენც არაერთ პოსტს შეხვდებოდით როგორც მედია პლატფორმებზე, ისე სოციალურ ქსელშიც.
ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ თოვლიანი სეზონის მიუხედავად მსყიდველუნარიანი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია და მაგ. გუდაურში დამსვენებლების უმრავლესობას რუსები წარმოადგენენ.
მეორე მხრივ კი ტურისტების შემცირების მიზეზად კვებასა და სერვისზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები სახელდება, რის გამოც საქართველო არც ისე მიმზიდველ კურორტად მოიაზრება.
რა იწვევს გაძვირებულ ფასებს საქართველოს კურორტებზე?
სტუმარი: მალხაზ კუნელაური - "რედკოს" აღმასრულებელი დირექტორი