მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითარება რთულია - მოსკოვის მერმა ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოაცხადა

649722b15c1fd
მარიამ ვარადაშვილი
24.06.23 21:01
935
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ტელეგრამზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  “ვითარება რთულია”.

ამასთან, სობიანინი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვის ზოგიერთ რაიონში ავტომობილებით მოძრაობა აიკრძალოს. ამას გარდა, სობიანინმა ორშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა. ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი უკვე მოქმედებს, რის გამოც ყველა დაგეგმილი მასობრივი ღონისძიება გაუქმდა.

24 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც თქვა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები