ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ყოველდღიურად მძიმდება. ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თბილისი და საქართველოს სხვა დიდი ქალაქები ფართო მასშტაბიანმა პროტესტმა მოიცვა. კობახიძის გადაწყვეტილებას, დარბევისა და დაჭერების მიუხედავად უკვე 1 კვირაა მოქალაქეები უწყვეტად აპროტესტებენ. საპასუხოდ აქტიურად დაიწყო როგორც აქციის ორგანიზატორების დაკითხვებზე წაყვანა, ისე პარტიების ოფისებში პოლიციის შესვლა. ამ მხრივ უმძიმესი იყო გუშინდელი დღე, როცა თითქმის ერთდროულად
სამართალდამცველები შევიდნენ ოპოზიციური პარტიების ოფისებში. მათ შორის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ორივე ოფისში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში, პოლიცია პარტია „დროას“ ოფისშიც, საიდანაც ძალის გამოყენებით წაიყვანეს ნიკა გვარამია.
რა მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში და რა ტიპის კრიზისში შევდივართ?
სტუმარი: კორნელი კაკაჩია - პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი;