მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვითარება უძრავი ქონების ბაზარზე - აღდგა თუ არა მოთხოვნა?

მარტში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის გააქტიურება შეიმჩნევა - ამის შესახებ უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში აცხადებენ. ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე წლის ორ თვეში ბინების გაყიდვების კლება დრამატული არ ყოფილა და მოლოდინია, რომ მომდევნო პერიოდში ტრანზაქციები გაიზრდება. დეველოპერული კომპანიების ნაწილში კი ამბობენ, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ შემცირებული რჩება. კომპანიების ნაწილში ამბობენ იმასაც, რომ ბანკების მხრიდან ახალი პროექტების დაფინანსება შენელებულია, რაც ბაზარზე სავარაუდოდ, ახალი დეველოპერული პროექტების მიწოდებას შეამცირებს. რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე და როგორია მოლოდინები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები