მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითიბი ბანკი "სესხების განულებას" შეუერთდა - მოქალაქეებს 7.7 მლნ ლარის სესხები ჩამოეწერებათ

5c112597c393e
თელარა გელანტია
12.12.18 19:12
1029
ვითიბი ბანკი პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა.

როგორც Bm.ge-ის ბანკიდან აცნობეს, ვითიბი ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა.

სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად, ვითიბი ბანკი პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდა, რის შედეგადაც მის 13,000-ზე მეტ პრობლემურ მომხმარებელს, დავალიანება სრულად გაუუქმდება. დავალიანების ძირი თანხა 7.7 მილიონი ლარია, რაც პროგრამაში მონაწილე სესხების ჯამური პორტფელის 0.5%-ს შეადგენს.

„ვითიბი ბანკი ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკრედიტების პოლიტიკას, შესაბამისად, ბანკის წილი გაუქმებული სესხების მთლიან პორტფელში საკმაოდ მცირეა და არ აღემატება 0.5%-ს. მიუხედავად ამისა ჩვენ ვთვლით, რომ ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. პროგრამაში მონაწილე პირების სიები დაზუსტებული და გამოქვეყნებულია ვებ გვერდზე vali.ge - განაცხადა ვითიბი ბანკის რისკების დირექტორმა ნიკო ჩხეტიანმა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები