მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითიბი ბანკის ახალი, განახლებული ინტერნეტბანკი იურიდიული პირებისთვის (R)

617fb8b190ef9
BM.GE
01.11.21 14:00
691
დღეიდან, ვითიბი ბანკში, იურიდიული პირები, შეძლებენ ახალი, ბევრად მოსახერხებელი ფუნქციონალის ინტერნეტ და მობაილბანკით სარგებლობას.

ახალი ინტერნეტბანკი ხელმისაწვდომია ბმულზე https://beta.vtb.ge, მობილური აპლიკაცია VTB Mobile - ს გადმოწერა შესაძლებელია Google Play ან App Store მარკეტიდან.

როგორც bm.ge-ს ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალი ინტერნეტ ბანკიდან მომხმარებელი შეძლებს ღია ბანკინგით სარგებლობას, რაც გულისხმობს ვითიბი ბანკში გახსნილი ანგარიშების გაზიარებას სხვა ბანკების ინტერნეტ ბანკში და მობაილ ბანკის აპლიკაციაში.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ არსებულ ინტერნეტბანკში დარეგისტრირებული ჰყავთ:

• ერთი მომხმარებელი და არ გაქვთ დიჯიპასი, ახალ სისტემაში შეხვალთ არსებული username-ით (მომხმარებლის სახელით) და პაროლით;

• ერთი მომხმარებელი და სარგებლობთ დიჯიპასით, უფლებამოსილი პირი უნდა მობრძანდეს ბანკში. თქვენ უფასოდ გადმოგეცემათ ახალი დიჯიპასი, რომლითაც არსებული username-ით და პაროლით შეძლებთ სისტემაში შესვლას;

• ერთზე მეტი მომხმარებელი, უფლებამოსილი პირი უნდა მობრძანდეს ბანკში მომხმარებლების გასააქტიურებლად. თქვენ უფასოდ გადმოგეცემათ ახალი დიჯიპასი და არსებული username-ით და პაროლით შეძლებთ სისტემაში შესვლას.

• არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენელი უფლებამოსილი პირი უნდა მობრძანდეს ბანკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები