ვითიბი ბანკი განაგრძობს ქართული ფეხბურთის განვითარების მხარდაჭრას.
გუშინ, დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეოთხე ტურნირი დაიწყო.
ტურნირში მონაწილეობას იღებს 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა რვა გუნდი. A ჯგუფი: დინამო თბილისი (საქართველო), ვულვერჰემფთონ უონდერსი (ინგლისი), ემპოლი (იტალია), ციურიხი (შვეიცარია). B ჯგუფი: სსფ-ს აკადემია (საქართველო), დინამო კიევი (უკრაინა), ფეიენოორდი როტერდამი (ჰოლანდია), სპორტინგი ბრაგა (პორტუგალია).
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი 21 აპრილს დასრულდება. ფინალური მატჩი „დინამო არენა“-ზე გაიმართება.
#ვითიბიქართულისპორტისთვის

























