მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვითიბი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ

5a7da6f9782b4
სალომე მეცხვარიშვილი
09.02.18 18:07
1957
"ვითიბი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ, - შესაბამისი გადაწყვეტილება 5 თებერვალს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 97.384322 %-ის აქციათა მფლობელმა – საჯარო სააქციო საზოგადოება "ბანკმა ვეტებემ" ერთპიროვნულად მიიღო.

ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიხეილ მიხეილის ძე ზადორნოვს და ასია ალექსანდრეს ასულ ზახაროვას. მიხეილ მიხეილის ძე ზადორნოვი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. სამეთვალყურეო საბჭოში სულ 5 წევრია.

„იმავდროულად არჩეულ იქნენ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები, ვერხოშინსკი ვლადიმირ ვიაჩესლავის ძე და კონდრატენკო მაქსიმ დიმიტრის ძე. გადაწყვეტილება ძალაში შევა ეროვნული ბანკიდან თანხმობის მიღების დღეს”,- აცხადებენ ბანკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები