ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად, ვითიბი ჯგუფის მიერ მოხდა პროქტ Hilton Batumi-ს დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ პროექტის მოცულობიდან გამომდინარე, განხორციელებაში ვითიბი ჯგუფის რამდენიმე შვილობილი კომპანია ჩაერთო, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვითიბის, როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის შესაძლებლობებს.
“მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა ბანკსა და სასტუმრო Hilton Batum-ს შორის. მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის. სასტუმროს როლი უდიდესია როგორც მისი ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და სტიმულირებისთვის.“ - განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.
ქართული ბიზნესის #1ქომაგი
გთავაზობთ მოკლე ვიდეო ისტორიას