ბიზნესმენი თემურ ჭყონია ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად 218 კომპანიისთვის „ოქროს სიის“ შეღავათის გაუქმებას აფასებს. მისთვის მიუღებელია ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადება, თითქოს ეს ცვლილებები შეღავათების გათანაბრების მიზანს ემსახურება.
„ყველაზე ცუდი რა არის, რაზეც გამეღიმა, ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ გავათანაბრეთ რეგულაციები და გავაუქმეთ ოქროს სია. თუ ათანაბრებ შეოჯახაშენებულო, რას ჩამოგყავარ ქვევით, თუ გათანაბრება გინდა მაინცდამაინც ცუდთან რატომ ათანაბრებ, კარგთან გავათანაბროთ.
მე იცით რა მიკვირს? ოქროს სიის გაუქმება ისეთი პათოსით გვამცნო ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ, ვითომ ოქროს სია შეადგინა ვიღაც გაურკვეველმა ბიზნესმენთა ჯგუფმა , თვითონ ჩაიკეტა ამ ოქროს სიაში და ამათმა მიაგნეს და გააუქმეს. ასევე აღმოაჩინეს, რომ ოქროს სია ყოფილა თურმე არაეფექტური და დანაშაული. ოქროს სია შეადგინა სახელმწიფომ. კომფორტი შეუქმნეს დამსახურებულად იმ კომპანიებს,რომლებსაც დიდი ფული შეაქვთ ბიუჯეტში.
ეს იმის ბრალია, რომ სახელმწიფოში თუ ვინმეს ნიშნავენ, ის უნდა იყოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. შესაძლებელია იყოს კარგი ფინანსისტი, შესაძლებელია იყოს კარგი მუსიკოსი, კარგი მომღერალი, მაგრამ არ შეიძლება იყოს დიდი რაღაცის ხელმძღვანელი“-განაცხადა გადაცემაში „ფორბსის კვირა“ თემურ ჭყონიამ.

























