საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოლიდარობას უცხადებს საგარეო უწყების იმ თანამშრომლებს, რომლებსაც რეორგანიზაციის მიზეზით ათავისუფლებენ.
„მინდა, სოლიდარობა და თანადგომა გამოვხატო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეების მიმართ, ვისაც მოუწია დიპლომატიური სამსახურის დატოვება, პოლიტიკური დევნის გამო.
უმეტესობას ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ არიან ძალიან კვალიფიციური და პატრიოტი დიპლომატები.
ვიცი, რა რთულია მათთვის დიპლომატიურ სამსახურზე უარის თქმა, მაგრამ უფრო რთული იქნებოდა შეგუება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან“, - წერს პაპუნა ჯანელიძე facebook-ის პირად გვერდზე.




























