„ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებმა“ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყო
BM.GE
11.05.23 14:57
• 1126
კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს. ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან. კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ დღეს ხელშეკრულება გააფორმა ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებთან. რომელ კლინიკებს მოიცავს ეს თანამშრომლობა?