მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Vivus.ge: სებ-ის რეგულაციები სექტორს 90-იან წლებში დააბრუნებს

5ae32d1f160a6
სალომე მეცხვარიშვილი
27.04.18 19:30
2650
ეროვნულ ბანკს შემოაქვს ცვლილებები, რომლებიც დააბრუნებს სექტორს 90-იან წლებში,- ასე ეხმაურება სებ-ის მიერ დაგეგმილ ცვლილებებს 4 Finance-ის, Vivus.ge-ს გენერალური დირექტორი ლაშა ბზარაშვილი.

ეროვნულმა ბანკმა ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებს სესხებზე წვდომა ეზღუდებათ. საუბარია ძირითადად თვითდასაქმებულებზე, როგორებიცაა: ტაქსი, რეპეტიტორი, ძიძა, პროფილაქტიკის ხელოსანი, დალაქი/სალონის ხელოსანი, გზავნილები.

ლაშა ბზარაშვილი ამბობს, რომ ცვლილებების ამ ფორმით მიღების შემთხვევაში თვითდასაქმებულებს, რომელთა რაოდენობა დაახლოებით ერთი მილიონია, სესხებზე წვდომას პრაქტიკულად ვეღარ შეძლებენ.

"ამ ხალხს პირდაპირ დაეკეტება წვდომა სესხზე, რადგან ფინანსურ ორგანიზაციას საკმაოდ ურთულდება მისი შემოსავლის დადასტურება. ამ შემთხვევაში ადამიანმა ან თვითონ უნდა დაბეგროს თავისი შემოსავალი და გადაიხადოს საშემოსავლო, ან დამსაქმებელმა უნდა გააკეთოს. ჩვენი აზრით, დღეს არცერთი მხარე არ არის მზად ამისთვის.

ეროვნულ ბანკს შემოაქვს ცვლილებები, რომლებიც დააბრუნებს სექტორს 90-იან წლებში, რომელიც აიძულებს სექტორს ისევ ქაღალდებს მიმართოს, სახლში ვიზიტები განახორციელოს, რაც არის უკან გადადგმული სერიოზული ნაბიჯები",- აცხადებს ლაშა ბზარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები