მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვიზალიბერალიზაციის ფონზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მგზავრთნაკადის 48%-მდე ზრდას ელოდება"

58bfafaab25b6
სალომე მეცხვარიშვილი
08.03.17 12:00
2882
2017 წელს ველოდებით საშუალოდ გზავრთნაკადის 40%-დან 48%-მდე ზრდას, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ბიზნეს განვითარების მენეჯერმა დეა მაჭავარიანმა განუცხადა.

მგზავრთნაკადის ზრდას აეროპორტების გაერთიანება ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის შედეგად ელოდება.

"2016 წელს ჩვენ გვქონდა 26%-იანი ზრდა ყველა აეროპორტში და მეორე ადგილზე ვართ ევროპაში ზრდის მიხედვით. პირველ ადგილზე იყო ისლანდია 40%-ით.
2017 წელს ველოდებით საშუალოდ 40%-დან 48%-მდე გზავრთნაკადის ზრდას. ყველა საერთაშორისო აეროპორტი მზად არის და მათი გამტარუნარიანობა სავსებით აკმაყოფილებს ამ ზრდას. თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულდება 2017 წლის სექტემბერში და ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოება“,- აცხადებს დეა მაჭავარიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები