მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად შეიძლება მძიმე ნაბიჯების გადადგმა მოგვიწიოს"

5ccaed705342c
ელენე გოგბერაშვილი
02.05.19 17:14
1600
„ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად შეიძლება მძიმე ნაბიჯების გადადგმა მოგვიწიოს“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა დეპუტატ თამარ ხულორდავას კითხვას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესს და მომავალში უვიზო რეჟიმის გაგრძელების საკითხს ეხებოდა.

ხულორდავას აინტერესებდა, როგორი იქნება შსს-ს როლი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საქმეში, რადგან რიგ ქვეყნებში უკანონო მიგრაცისს რაოდენობის, ასევე უკანონოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის ფონზე პრობლემები სახეზეა.

„რა თქმა უნდა, ასეთი პრობლემა არსებობს. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების და ორგანიზებულ დანაშაულს შორის სტრუქტურირებული კავშირი, რასაც ვებრძვით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. რეალურად თავშესაფრის მაძიებელთა ნაწილში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მართლაც გვაქვს დამძიმებული მონაცემები. პირველ რიგში, ეს გახლავთ საფრანგეთი, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში დინამიკა გვაქვს საკმაოდ პოზიტიური. აქტიურად ვთანამშრომლობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რისკი, შეჩერების მექანიზმი ქვეყნის წინაშე არ დადგეს, თუმცა გარკვეულწილად პარლამენტის ჩართულობას აქ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან არის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტშია და შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ჩვენ მოგვიწიოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებებს ვუპასუხოთ კონკრეტული ნაბიჯებით.

შეიძლება ეს იყოს არასასურველი, ზოგ შემთხვევაში მძიმე ნაბიჯები, რომლის გადადგმა შეიძლება მოგვიწიოს იმისთვის, რომ დიდი სიკეთე ამ ქვეყნისთვის შევინარჩუნოთ“, - აცხადებს გიორგი გახარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები