მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება 25-წლიანი მუშაობის შედეგის წყალში გადაყრა იქნება - ეკა გიგაური

ვიზალიბერალიზაც

"ვიზალიბერალიზაციის გაუქმება 25-წლიანი მუშაობის შედეგის წყალში გადაყრა იქნება", - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „ანალიტიკას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით,

"უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე დასავლელი პარტნიორები იზიარებენ [ხალხის ინტერესს] და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა დგება, ცდილობენ დადგეს ისევ კონკრეტული ჩინოვნიკების და არა საქართველოს მოქალაქეების.

თუ ისინი [დასავლელი პარტნიორები] პარტნიორებად აღარ აღგვიქვამენ და ჯერ-ჯერობით ეს ასე არ არის, მაშინ ყველაფერი დაგება დღის წესრიგში: სტატუსიც, სხვადასხვა შეთანხმებებიც, უვიზო რეჟიმიც და ეს ძალიან სამწუხარო იქნება.

საგარეო მიმართულებით ბევრი წელია ვმუშაობ და ვიზალიბერალიზაციის მიღწევა ძალიან რთული იყო. ძალიან ბევრმა ძალიან ბევრი იმუშავა, იმისათვის რომ ეს მიგვეღო და ამის დაკარგვა არის 20-25-წლიანი მუშაობის შედეგის წყალში გადაყრა", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

EU უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას წლის ბოლომდე გეგმავს - ეს საქართველოს და კიდევ 60 ქვეყანას ეხება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები