მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ჩვენს ეკონომიკას მინიმუმ გაანახევრებს - ნიკოლოზ ალავიძე

ნიკოლოზ ალავიძე

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ჩვენს ეკონომიკას მინიმუმ გაანახევრებს - ჯეოქეისის მრჩეველი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე “საქმის კურსთან” ინტერვიუში იმ რისკებზე საუბრობს, რაც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას უკავშირდება. ალავიძის თქმით, ეს ერთის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ სექტორებს დაარტყამს, თუმცა მეორეს მხრივ გავლენას მოახდენს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და ძალიან ძვირად დაუჯდება თითოეულ მოქალაქეს.

“დანაკარგი არ იქნება პირადი ტრავმა, მაგრამ ეს იქნება ქვეყნის იმიჯისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის... ჩვენი მშპ-ს სტრუქტურა რომ ავიღოთ, რითაც ივსება ეს ბიუჯეტი, რომელიც ასე უმოწყალოდ არის კორუფციის შემოტევის მსხვერპლი და მაინც არსებობს, პირდაპირ ურტყამს და მინიმუმ განახევრდება ეს ყველაფერი.

პირდაპირ ეგრევე შემცირდება რემიტენსები, რომლის დიდ ნაწილს შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამ უვიზო რეჟიმის გამოწვეული სარგებლით ავსებს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც საშუალო და დაბალი შემოსავალი აქვს, რომელიც ჩვენს სტატისტიკაში ხვდება როგორც თვითდასაქმებული. ისინი იყენებენ 30-დღიან შუალედს ლეგალურად წასვლით ევროპაში, იქ ახდენენ დოვლათის დაგროვებას და ისევ საკუთარი ქვეყანაში ბრუნდებიან.

გარდა ამისა, ეს არის ქვეყნის ცნობადობა. როგორც გამყვან, ისე შემომყვან ტურიზმს დააწვება ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. ეს იყო დიდი მონაპოვარი ქვეყნისთვის, რომ გვაღიარეს 500 მილიონიანმა ქვეყნებმა, რომ შეუძლიათ საკუთარ სახლში შეგვიშვან და ახლა აქეთ ვეჩხუბებით მათ.

მე ვხედავ განცხადებებს სერიოზულს აქტორებისგან, ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსებიდან, რომლებსაც ადამიანური თავმოყვარეობა გააჩნიათ. ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები ამათი “დე ფაქტო კოლეგებისგან” სასრულს ნახავს, რაც ძალიან ძვირად დაუჯდება თითოეულ მოქალაქეს”,-აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები