მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვიზეარმა" პოლონეთის საპორტო ქალაქის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

5ca457587f5bd
თელარა გელანტია
03.04.19 10:48
864
გუშინ, 22:50 საათზე გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

პოლონეთის საპორტო ქალაქი გდანსკი რიგით მეოთხე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყო.

ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგეს: ჩამომფრენებს, რომელთა უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ, ქართული დაბრენდილი ღვინოები გადასცეს, ხოლო გამფრენ მგზავრებს - დანკინები.

გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგურია ბალტიის ზღვაზე. ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია ,,ვიზეარი“ კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები