მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვიზეარმა" საქართველოში დამატებით 202 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა

5d13792105cf5
მარიამ ადამია
26.06.19 17:50
1705
"ქუთაისის ბაზაზე მესამე ბაზირებული თვითმფრინავის განთავსების დაანონსებიდან, კიდევ ორი Airbus A 320 თვითმფრინავის განთავსება მოხდება, რაც ქართულ საავიაციო ბაზარზე განხორციელებული დამატებითი 202 მილიონი დოლარის ინვესტიციაა", - ამის შესახებ BMG-თან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის "ვიზეარის" ლოჯისტიკის დირექტორმა ანდრაშ სებოკმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ 12 ახალი მიმართულება ქვეყანაში დამატებით ტურისტულ ნაკადებს გაზრდის და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

"ვიზეარი" აგრძელებს საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტო ზრდას და გარდა იმისა, რომ მგზავრებს საშუალებას აძლებს იმოგზაურონ ბიუჯეტურად, ასევე ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების დიაპაზონი, რომლებიც მოხვდნენ ამ 12 ახალ მიმართულებაში და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად სკანდინავიურ ქვეყნებში, შვედეთსა და ფინეთში იფრენს. ჩვენ ვმუშაობთ ასევე ნორვეგიული მიმართულების დამატებაზე", - აღნიშნა ანდრაშ სებოკმა.

მისი თქმით, სკანდინავიური ქვეყნებისთვის მიმზიდველია საქართველო როგორც ტურისტული მიმართულება და მზარდია მის მიმართ ინტერესი.

"შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისიდან ევროპის მიმართულებით 41 ფრენა ხორციელდება, „ვიზიარის“ მეშვეობით კი, ევროპულ ქვეყნებში პირდაპირი რეისების რაპდენობა 39-ს უტოლდება. ეს ყველაფერი კი განაპირობებს, ქუთაისი გახდეს რეგიონული ცენტრი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის და ავიაშეთავაზებებისთვის", – აღნიშნა "ვიზეარის" ლოჯისტიკის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ 12 ახალი ევროპული ავიამიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან შესრულდება. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს, ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება. დაანონსებული რეისები უკვე გაყიდვაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები