ამერიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი აცხადებს, რომ მათი დაკვირვებით საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები შესუსტებულია, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციას მომავალში ხელს შეუშლის. ამის შესახებ მან საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი დამოკიდებულება ქვეყნის ხელისუფლების ნაბიჯებზეა დამოკიდებული.
„ამერიკის მიზანია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სურვილით გავაგრძელოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა ორ დემოკრატიას შორის. ამერიკამ საქართველოსთვის დაფინანსების ნაწილი შეაჩერა, რაც მიმოხილვის საგანია და დამოკიდებულია მთავრობის ნაბიჯებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ დემოკრატიული ინსტიტუციების შესუსტებაა, რაც სამომავლოდ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლას ხელს შეუშლის.