ენერგეტიკულ ბირჟაზე აგვისტო განსაკუთრებულ აქტივობით არ გამოირჩეოდა. სატესტო რეჟიმში მყოფ ბირჟაზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მიწოდებას მკვეთრად აღემატებოდა. ვაჭრობა კი მხოლოდ ორი მიწოდების დღისთვის შედგა.
საქართველოს ენერგეტიკულმა ბირის მონაცემებით, აგვისტოს თვის ბოლოს ბაზრის მონაწილეების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, რაც ივლისის ბოლოს არსებულზე 2-ით მეტია. ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ ივლისთან შედარებით, გასულ თვეში, ბირჟაზე ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობა შემცირდა, საშუალო შეწონილი ფასი კი გაიზარდა. ვაჭრობა შედგა 8 აგვისტოსა და 13 აგვისტოს მიწოდებისთვის. ჯამური ნავაჭრი რაოდენობა 804 მგვტ.სთ. ხოლო საშუალო შეწონილი ფასი 133.51 ლარი/მგვტ.სთ იყო. აღსანიშნავია, რომ ივლისის თვის შედეგთან შედარებით ფასის გაიზარდა. ივლისში საშუალო ფასი 126.44 ლარი/მგვტ.სთ იყო. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება იმედოვნებს, რომ 2025 წლიდან ენერგეტიკული ბირჟა ფუნქციონირებას სრულყოფილად დაიწყებს. Energy Community-ის დირექტორმა არტურ ლორკოვსკიმ ამის შესახებ BMG-ის გადაცემა რედატქ2-თან ინტერვიუში განაცხადა.
არტურ ლორკოვსკი - ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი;