მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვხედავთ სანიმუშო თანამშრომლობის მაგალითს” - SavvY და Cellfie პარტნიორობის 5 წელს აჯამებენ

cellfie
13.03.24 10:14
359

წარმატებული ბიზნესის საწინდარი სწორად წარმართული ინვენტარიზაციის პროცესი და კომპანიის აქტივების მუდმივი კონტროლია - სწორედ ამ წარმატების უზრუნველსაყოფად, ჯერ კიდევ 2019 წელს მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია SavvY-მ, ქართული საკომუნიკაციო სექტორის ერთ-ერთ გამორჩეულ ოპერატორთან, Cellfie-სთან საქმიანი ურთიერთობა წამოიწყო და 5 წლის განმავლობაში არაერთი საერთო პროექტიც დააორგანიზა.

SavvY-სა და Cellfie-ს თანამშრომლობა კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების მართვასა და აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული მომსახურების ფართო სპექტრს ფარავს. როგორც Cellfie-ს ბუღალტრული აღრიცხვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ ქურხული BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, SavvY-სთან ხანგრძლივი თანამშრომლობით, კომპანიამ ინვენტარიზაციის პროცესი გააუმჯობესა.

“SavvY-სთან თანამშრომლობის პერიოდში დასრულებულ პროექტებში აღსანიშნავია რამდენიმე მათგანი მარაგების ინვენტარიზაციის ნაწილში, რაც გულისხმობს ფიზიკურად არსებულ მარაგებსა და პროგრამულად აღრიცხულ მონაცემებს შორის შესაბამისობის შეფასება სტრუქტურული ერთეულის დონეზე. ასევე გვქონდა ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის რამდენიმე პროექტი, რაც გულისხმობს ფიზიკური დათვალიერების პროცესში აღწერილი და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ნუსხების რეკონსილაციას და სხვაობების იდენტიფიცირებას.

ჩვენი კომპანიის აქტივების მუდმივად წესრიგში ყოფნა და სტრუქტურული ერთეულების მიხედვით აქტივების ნაშთების შესახებ სრული ინფორმაციის ქონა ჩვენთვის პრიორიტეტულია, რაშიც SavvY-სთან თანამშრომლობა გვეხმარება. 2019 წლიდან დღემდე SavvY-სთან თანამშრომლობით გაიზარდა ჩვენი მუდმივი კონტროლი კომპანიის აქტივებზე, ვახდენთ ინვენტარიზაციის შედეგების დროულ ანალიზს და შესაბამის რეაგირებას შედეგებზე”, - აღნიშნავს თამარ ქურხული.

SavvY და Cellfie ამჟამადაც ხორციელებენ საერთო პროექტს, რომელიც Cellfie-ს წარმომადგენლის განმარტებით, გამორჩეულია შესასრულებელი სამუშაოს სირთულითა და სპეციფიკით: “მიმდინარე პერიოდში გვაქვს დიდი პროექტი, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება და განსაკუთრებულია სამუშაოს შესრულების სირთულით, მოცულობით და გარდა ძირითადი პროფესიული უნარებისა, მოითხოვს სპეციალიზირებულ ტექნიკურ უნარებს და პროექტის სწორ მენეჯმენტს”.

აღნიშნული პროექტი 2023 წელს დაიწყო და ის ტექნიკური დანიშნულების აქტივების ინვენტარიზაციას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ პროექტი განსაკუთრებულია თავისი მახასიათებლით, რაშიც გამოირჩევა აქტივების განლაგება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, მაღალმთიან და რთულად მისასვლელ ლოკაციებზეც. პროექტის სირთულეს წარმოადგენს აქტივების ტექნიკური მახასიათებლებიც, რომელიც მოითხოვს სპეციალიზირებულ ტექნიკურ ცოდნას და უნარებს.

“რომ არა SavvY-სთან ერთად პროექტის სწორად დაგეგმვა, ტექნიკური პერსონალის მოწვევა, პროექტის სწორი მენეჯმენტი და საკითხების დროული გადაწყვეტა, ვფიქრობ, რომ გართულდებოდა ამ პროექტის იმ ეტაპამდე მიყვანა, სადაც დღეს ვართ. პროექტის დიდი ნაწილი შესრულებულია და ველოდებით მის წარმატებით დასრულებას”, - განაცხადა თამარ ქურხულმა.

SavvY-ს ასოცირებული პარტნიორი, სოფიო ხიდშელი, BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ, მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, SavvY-მ, Cellfie-ს მიაწოდა როგორც პერიოდული, განმეორებადი სერვისები, ასევე გაუწია კომპანიის ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული ერთჯერადი მომსახურებები, რომლებიც გულისხმობს, როგორც კომერციული მარაგებისა და ძირითადი საშუალებების პერიოდულ ინვენტარიზაციას, ასევე უძრავ-მოძრავი ქონების მათ შორის არამატერიალური აქტივების საშემფასებლო მომსახურებას.

“მიწოდებული სერვისები კომპანიას აძლევს შესაძლებლობას ფლობდეს ამომწურავ, სისტემატიზებულ ინფორმაციას მის მფლობელობაში არსებული აქტივების შესახებ, რაც თავისთავად არის საწინდარი შემდგომი ეფექტური გადაწყვეტილებებისთვის, მოწესრიგებული აღრიცხვიანობის უზრუნველსაყოფად.

კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ამავდროულად საინტერესო კომპონენტს, წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო აქტივებთან მუშაობა, როგორც ინვენტარიზაციის, ასევე საშემფასებლო კუთხით. ალბათ ყველა, მაგრამ განსაკუთრებით ამ სფეროში, ხელშესახები, სასურველი შედეგები მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც მიწოდებული სერვისიც და სერვისის მიმღების რეაგირებაც სათანადოა, შინაარსზეა ორიენტირებული და არა - ფორმალურ მხარეზე. მოხარულები ვართ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად ვხედავთ სანიმუშო თანამშრომლობის მაგალითს და ჩვენი ძალისხმევა სათანადო შედეგებში აისახება, მათ შორის, ჩვენი პარტნიორობის დახმარებით, კომპანია აქტივების აღრიცხვიანობისა და მართვის თვალსაზრისით ინარჩუნებს და აუმჯობესებს თავისივე დაწესებულ უმაღლეს სტანდარტებს”, - ამბობს სოფიო ხიდშელი.

ორივე კომპანიის წარმომადგენელი ერთხმად თანხმდება, რომ SavvY-სა და Cellfie-ს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, საერთო პროექტები კი Cellfie-სთვის წარმატებული ოპერირების გარანტიაა.

“ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გვყავდეს ისეთი ბიზნესპარტნიორი, რომელიც წარმატებით და მაღალი ხარისხით ასრულებს ჩვენს შორის არსებული კონტრაქტის პირობებს. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, SavvY ჩვენი საიმედო პარტნიორია”, - აცხადებს თამარ ქურხული.

SavvY-ში განმარტავენ, რომ ტელეკომუნიკაციის სექტორი თავისი სპეციფიკურობითა და სირთულით გამორჩეულია, მასთან მუშაობა კი განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და სკრუპულოზურ მიდგომას მოითხოვს - განსხვავებით სხვა სექტორებიდან, ამ სფეროში ყველა აქტივი ერთი მთლიანი, ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვის ნაწილია, მისი შემადგენელი კომპონენტების სათანადო აღრიცხვიანობა და მდგომარეობაზე პერიოდული რეპორტინგი კი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები