ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში Alania Mall-ში აფეთქება მოხდა. , - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება 8:30 საათზე სავაჭრო კომპლექსის ზედა სართულზე მოხდა. ამ წუთებში Alanya Mall ვიზიტორებისთვის დაკეტილი იყო.
TASS-ის ოპერატიული სამსახურების ცნობით, აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სახელმწიფო უწყების ცნობით, არიან დაჭრილები, მათი რაოდენობა არ ზუსტდება. მოგვიანებით ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ დაადასტურა:
„ერთი ქალი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს ის შიგნით იმყოფებოდა. კიდევ ერთი დაზარალებულის მდგომარეობა დგინდება. ექიმებმა წაიყვანეს“, - განაცხადა მან.
ტელეგრამის არხის Shot-ის ცნობით , დაშავებულია ცხრა ადამიანი. გამოცემის ცნობით , სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი 800 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიული სამსახურების წარმომადგენლები, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი მივიდნენ.
„ტერიტორია შემოსაზღვრულია. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. შენობაში მიმდინარეობს ხანძრის შემოწმება და იქ მყოფი ადამიანების მოძებნა“, - განაცხადა მან.