მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვლადიმერ გერსამია რუსული ბანკის Otkritie-ის ანაგრიშებიდან 141 მილიონი ფუნტის მითვისებაში დამნაშავედ სცნეს

58944077958f7
BM.GE
03.02.17 12:29
2675
რუსული ბანკის Otkritie-ის ანაგრიშებიდან 141 მილიონი ფუნტის მითვისების ბრალდებით ვლადიმერ გერსამია დააკავეს. საქმეზე გადაწყვეტილება ბრიტანეთის სასამართლომ გასულ კვირას მიიღო. 33 წლის გერსამიას Threadneedle Asset Management-ში მუშაობდა.

Financial Times-ის ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით Otkritie -ის ყოფილი ბანკირი გეორგი ურუმოვიც დაკავებულია.

თაღლითობის პირველი ეტაპი 2011 წელს მოიცავს, როდესაც ურუმოვმა მანიპულირების გზით კომპანიის 25 მილიონი დოლარი მიითვისა. მოგვიანებით, მათ საფინანსო პროდუქტით სახელწოდებით „არგენტინული ობლიგაციები“ ვაჭრობა დაიწყეს და დასაქმებულ პირებს მას ღირებულებაზე ოთხჯერ მაღალ ფასად ყიდდნენ. მოგებულ თანხას ურუმოვი ბრიტანული ბანკის ანგარიშზე რიცხავდა. კომპანია რუსული ბანკის მენეჯმენტს ატყუებდა, რომ არგენტინული ობლიგაციების შესყიდვა დოლარში ხდებოდა, მაშინ როდესაც ვაჭრობა არგენტინულ პესოში ხდებოდა. აღნიშნული სქემით ურუმოვნა და გერსამიამ 120 მილიონი ფუნტის მოგება ნახეს. თანხის გადარიცხვა ხდებოდა სხვადსხვა ქვეყნის საბანკო ანგარიშებზე.

ბრიტანეთის სასამართლომ ურუმოვიც და გერსამიაც დამნაშავედ სცნო. გერსამია ურუმოვს თაღლითობის პროცესში ეხმარებოდა. 2014 წლიდან ბრალდებულები თანხას ფშორულ კომპანიებში ათავსებდნენ.

ურუმოვს სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმეში ბრალდებულია მისი ცოლიც.

როგორც ცნობილი ხდება ვლადიმერ გერსამიამ უკანონოდ მოპოვებული თანხის გასათეთრებლად საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიები და საკუთარი ნათესავებიც გამოიყენა.

გერსამიას ქონება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბრიტანეთის სასამართლოს მიმართვის საფუძველზე 2012 წელს დააყადაღა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები