რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის $1 მილიონიანი საათი აუქციონზე გამოვა. Bloomberg-ის ინფორმაციით, Patek Philippe 5208P -ის მოდელის საათი ცეცხლგამძლეა. გამოცემის ცნობით, ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია Patek-ის კოლექციებიდან და გამორჩეული ფასიც აქვს. საათი 980 ათასი დოლარი ღირს და მხოლოდ ტოპ-კლიენტებისთვის არის შეთავაზებული.
როგორც ჩანს, საათი პუტინმა ლონდონში შეიძინა, თუმცა, შეძენის დრო დასახელებული არ არის. Bloomberg წერს, რომ, შესაძლებელია, საათის შეძენისას ვინმემ მყიდველის სახელის გრაფაში ვლადიმირ პუტინი ჩაწერა და რეალური მყიდველი სხვაა, თუმცა, გამოცემა წერს, რომ კომპანია ვალდებულია რეალური მყიდველები სახელები მიუთითოს, ამიტომ დიდი ალბათობით საათი ნამდვილად პუტინს ეკუთვნის.
საათი მონაკოს აუქციონზე გაიყიდება.

























