მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვმუშაობთ, რომ 10 ათასი დაზარალებული ოჯახი ბინით დაკმაყოფილდეს - თბილისის მერის მოადგილე

6204f9e3520bc
მარიამ ვარადაშვილი
10.02.22 15:26
697
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მერია ჯამში 10 ათასი ოჯახისთვის ბინის გადაცემას გეგმავს. საუბარია იმ ოჯახებზე, რომელებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის დაზარალებულები არიან.

“საერთო ჯამში ჩვენ ახლა 10 ათასი ოჯახის დაკმაყოფილებაზე ვმუშაობთ მთელი თბილისის მასშტაბით. აქედან ძალიან მნიშვნელოვანია “ცენტრ პოინტი”, სადაც 6 ათასამდე ოჯახი გვყვავს დაზარალებული. ყველა ობიექტზე განახლებულია სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები. “ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულები 500 ოჯახია, სამუშაო რეჟიმშია ეს ობიექტი გადაყვანილი.

“სვეტზე” კი ვხედავთ, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. არის კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე პროექტი. გარდა ამისა, პირობა გვაქვს მიცემული 3-4 მცირე მასშტაბის დაუსრულებელ მშენებლობებზე და მათზეც ინტენსიურად ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში მათაც დავაკმაყოფილებთ”,-ამბობს ელოშვილი.

აღნიშნული თბილისის მერის მოადგლემ კახი კალაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სამშენებლო კომპანია "სვეტის" დაზარალებულებისთვის განკუთვნილი მშენებლობის ტერიტორიაზე მივიდა. კერძოდ, კალაძემ დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტი დაათვალიერა, რომელიც კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების დასაკმაყოფილებლად შენდება.
ამჟამად პროექტს "მ2" ახორციელებს, რომელმაც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ვალდებულება 2019 წლის სექტემბერში თბილისის მერიასთან დადებული შეთანხმების ფარგლებში აიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები