ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ ბათუმში საკრუიზო ლაინერების შემოსვლასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საკრუიზო ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თუმცა არსებობს უსაფრთხოების გამოწვევები შავ ზღვაში.
„ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, რათა გაიზარდოს როგორც აეროპორტების მხრივ დატვირთულობა, ისე ბუნებრივია, საკრუიზო ტურიზმი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჩვენს მეგობარ ქალაქებთან შავიზღვისპირეთში, ვმუშაობთ საკრუიზო ლაინერების შემოსვლასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, უსაფრთხოების ნაწილში რაღაც გამოწვევები აქვს შავ ზღვას და ჩვენს მეზობელ ქვეყანას. ომის დასრულების შემდგომ, შევძლებთ სხვა სიმაღლეებზე ავიდეთ“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.