მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვმუშაობთ საქალაქთაშორისო გადაყვანების რეფორმაზე” - ნათია თურნავა

61e6a515e78d0
ანუკა ჯოხაძე
18.01.22 21:00
5058
საქართველოში ავტოსადგურების სერტიფიცირებასა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღებაზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. აქამდე ვიცოდით, რომ ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტზე მუშაობა წლებია დასრულებული აქვს, თუმცა მას პარლამენტამდე ამ დრომდე არ მიუღწევია. დოკუმენტი არც ფართო წრეებისთვისაა ხელმისაწვდომი.

დღეს BM.GE-ის კითხვაზე თუ როდის დაიწყება ავტოსადგურების სერტიფიცირებაზე მუშაობა და სად არის დოკუმენტი, რომელიც სამინისტრომ 2019 წელს მოამზადა, ნათია თურნავა გვპასუხობს, რომ რეფორმაზე მუშაობა დღესაც მიმდინარეობს.

“გვაქვს ავტოსადგურების მოწესრიგების გეგმა, აქ საუბარი არის არა მარტო ავტოსადგურებზე, არამედ მთლიანად საქალაქთაშორისო გადაყვანების რეფორმაზე. ამაზე ეკონომიკური გუნდი ვსაუბრობთ და მალე დავაანონსებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს", -აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, ავტოსადგურების რეფორმის დაწყებას ეკონომიკის სამინისტრო 2019 წელსაც გეგმავდა. მათი თქმით, რეფორმის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი შემუშავებული იყო, მათ შორის - საკანონმდებლო ცვლილებებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები