„ჩვენი მოკლევადიანი გეგმა გულისხმობს შემდეგს: ჩვენ უნდა მოვახერხოთ მიმდინარე პრობლემების დროული მოგვარება. ჩვენ გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია ყველასთან, შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების შემოსავალი არ შემცირდეს, დავიცვათ მათი შემოსავლები“-ასე პასუხობს პრემიერ მინისტრი რუსეთიდან ე.წ ტურუსტული ემბარგოს მოსალოდნელ შედეგებზე დასმულ კითხვას.
“ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მათ შორის, რომ არ შემცირდეს რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების რაოდენობა.
ასეთ დროს ყველზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ყოველთვის მოდის კერძო სექტორიდან. იმ ხალხისგან, რომელთაც რეალურად აწუხებს ეს და აქვთ კონკრეტული იდეები როგორ შეიძლება მათი დახმარება. გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია მათთან, რათა შევჯერდეთ იმ მოქმედებებზე, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ ავიცილოთ თავიდან ცუდი სცენარი“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

























