თბილისის შესახებ გამოცემა Vogue ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით: თუ თბილისის არტ კაფეები არ გინახავთ არ გიცხოვრიათ. გამოცემა აქცენტს ქართულ სამზარეულოზე და სტუმართმოყვარეობაზე აკეთებს და თბილისის სხვადასხვა კაფე-ბარებს დეტალურად აღწერს.
"საქართველო ის ქვეყანაა, სადაც გზებზე საფერავის ვაზს ნახავთ, სადაც ნაყოფიერ მიწაზე უამრავი ხილი და ბოსტნეული იზრდება. თბილისის არტ-კაფეებს საკუთარი დამახასიათებელი პერსონალურობა აქვთ, ისეთივე როგორიც ქალაქის მოსახლეობას", - წერს სტატიის ავტორი, რომელმაც რამდენიმე ქართული კაფე მოინახულა, მათ შორის კაფე „ლეილა“, „ბინა“, Art Café Home, რომელზეც ავტორი შემდეგს წერს: „ეს კაფე ქართული კულტურის ცოცხალი მუზეუმია. მის ყველა ოთახში ქართული ელემენტები გვხვდება".
სტატიის ავტორი მკითხველს „გალერის“, „მულენ ელექტრიკის“, „ლინვილის“ მონახულებასაც ურჩევს და ამბობს რომ ყველა კაფე თბილისში ერთმანეთისგან განსხვავდება და სხვადასხვა გემოვნების ადამიანს ერგება.

























