მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Volkswagen Group გაყიდვების "რეკორდულ ზრდას" აჩვენებს

576a3cf720aa7
BM.GE
22.06.16 10:00
1458
Volkswagen-ის ჯგუფმა მიმდინარე წლის მაისში ავტომობილების მსოფლიო გაყიდვები 1,6 %-ით გაზარდა, წლიური ანგარიშით 871,5 ათასი ერთეულით, ხოლო წლევანდელი პირველი 5 თვის განმავლობაში - 0.8 %-ით, 4,2 მილიონი ერთეულით.

როგორც კონცერნის გაყიდვების დეპარტემენტის ხელმძღვანელი, ფრედ კაპლერი აცხადებს, “ Volkswagen-ის კონცერნმა ევროპასა და აზია- წყნარი ოკეანის რეგიონში გაყიდვების რეკორდული ზრდა აჩვენა“.

მაისში Volkswagen-მა ევროპაში 369.5 000 ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის შედეგს 4,6%-ით აღემატება. მათ შორის გერმანიაში - 116,4 000 ერთეული ავტომობილი (+2,6%). ჩრდილოეთ ამერიკაში მაისში გაყიდვები 37%-ით 38,1 000 ერთეულამდე შემცირდა, ხოლო ჩინეთში გაყიდვები 4,9 %-ით 311,6 000 ერთეულამდე გაიზარდა.

ამავე დროს, კომპანიაში აღნიშნეს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის ბაზარზე არსებულმა დაძაბულმა სიტუაციამ, ამ რეგიონში ავტომობილების გაყიდვაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

მიუხედავად ამისა, მაისის მაჩვენებლით, რუსეთში Volkswagen-ის მარკის 13,2 000 ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7,5%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები