Volkswagen–ი ელექტროავტომობილების საწარმოებლად ქარხანას ბრატისლავაში გახსნის. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კონცერნმა ეს გადაწყვეტილება საბაზრო ფასების გამო მიიღო.
როგორც ცნობილია, მინი ელექტროავტომობილები 20 000 ევრო უნდა ღირდეს, რაც გერმანული ბაზრისთვის ეკონომიკურად შეუძლებელია, შესაბამისად მათი წარმოება, შედარებით იაფ ქვეყანაში, სლოვაკეთში მოხდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გერმანული ავტომწამოებელი 2023 წლამდე ელექტროავტომობილების წარმოებაში 30 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს. მანქანების ელექტროფიკაცია კომპანიაში სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 114 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება.

























