"უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უკრაინის ელჩი გაწვეულია ასევე ყირგიზეთიდან.
"ჩვენი დიპლომატები ამჟამად ახორციელებენ სამართლიან და აუცილებელ მოქმედებებს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც საერთაშორისო სამართალს უღალატა. დაუყოვნებლად გამოვიხმობთ ელჩს ყირგიზეთიდან კონსულტაციების მიზნით.
დაუყოვნებლად გამოვიწვევთ ელჩს საქართველოდან, უკრაინის დასახმარებლად მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებული მორალური პოზიციების გამო“, - განაცხადა ზელენსკიმ.