მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვოლტი უახლესი კვლევების შედეგებს აქვეყნებს

ვოლტი უახლესი კვლევების შედეგებს აქვეყნებს
21.11.25 10:05
565
  • ვოლტი - მომხმარებელთა და პარტნიორთა კმაყოფილების რეიტინგი
  • მოსახერხებელი სერვისი და ფართო მომხმარებელზე წვდომა - ვოლტის შეფასება უახლეს კვლევებში

მიტანის სერვისის ლიდერი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია ვოლტი მომხმარებლისა და პარტნიორების კმაყოფილების კვლევების ახალ შედეგებს აქვეყნებს. ბიზნესისა და შემოსავლების ზრდა, სწრაფი და კომფორტული მიტანა, მოსახერხებელი სერვისი და ფართო მომხმარებელზე წვდომა - ეს ის ძირითადი ინდიკატორებია, რომელთა მიხედვითაც ვოლტმა უმაღლესი შეფასებები მიიღო.

გამოკითხული პარტნიორი ობიექტების 57% აცხადებს, რომ ვოლტთან პარტნიორობამ მისი შემოსავლები გაზარდა. ამდენივეა იმ კომპანიების რაოდენობა, ვინც მიტანის არსებული პლატფორმებიდან სწორედ ვოლტის სერვისს ირჩევს. კომპანიები ვოლტთან პარტნიორობის შედეგად მიღებულ ძირითად სარგებლად გაყიდვების ზრდას, მომხმარებლისთვის სწრაფი მიტანის სერვისის შეთავაზებას, ფართო მომხმარებელზე წვდომის თუ ონლაინ-გაყიდვების შესაძლებლობას და ვოლტის მარკეტინგული შეთავაზებებით სარგებლობას ასახელებენ.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, როგორც პარტნიორ ობიექტებს, ისე მომხმარებელს მაქსიმალურად მოქნილი და კომფორტული სერვისები შევთავაზოთ. საზოგადოებრივი აზრის კვლევაც, რომელსაც რეგულარულად ვატარებთ სწორედ ჩვენი სერვისების კიდევ უფრო დახვეწას და ინოვაციების დანერგვას ემსახურება. ვოლტი სიახლეების შეთავაზებაში ყოველთვის მოწინავეა და ჩვენ ამ პოზიციებს ვინარჩუნებთ მათ შორის სწორედ იმის მეშვეობით, რომ მუდმივად ვითვალისწინებთ როგორც მომხმარებლის, ისე ბიზნესის საჭიროებებს და ასე ვუწყობთ ხელს ისეთი პროდუქტების შეთავაზებას, რაც ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს მეტ შემოსავალს, ხოლო მომხმარებელს - მეტ კომფორტს მოუტანს“, - აცხადებს ვოლტი საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია.

გამოკითხული კომპანიების 63%-ს ვოლტთან პარტნიორობის შედეგად გაეზარდა გაყიდვები და შესაბამისად - შემოსავლები; 62%-ს ვოლტი ბიზნესის გაციფრულებაში დაეხმარა და მოემატა მომხმარებლის რაოდენობაც. რაც შეეხება მომხმარებლის კმაყოფილებას, ვოლტი აქაც მოწინავე პოზიციებზეა. გამოკითხულთა 66% ვოლტს სწრაფი მიტანის სერვისის გამო ირჩევს. 87%-მა ვოლტით რესტორნიდან საკვები შეუკვეთა, ხოლო 76%-მა - სურსათი სუპერმარკეტიდან. სხვა საცალო პროდუქტების შეკვეთისას ვოლტის სერვისით 53%-მა ისარგებლა. იმ ბაზრებზე, სადაც ვოლტი ოპერირებს, გამოკითხული მერჩანტების 60% აცხადებს, რომ მათი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია მიტანის სერვისის ისეთი პლატფორმები, როგორიც ვოლტია. საქართველოს შემთხვევაში ამ კითხვას დადებითად გამოკითხული კომპანიების 90% ჰპასუხობს. რაც შეეხება კმაყოფილებას, ვოლტის სერვისით კმაყოფილია გამოკითხული რესტორნების 53%, სუპერმარკეტების - 65%, ხოლო საცალო სექტორის - 64%.

„ჩვენი გაყიდვების თითქმის ნახევარი ვოლტის პლატფორმაზე მოდის. ჩვენი მსგავსი მცირე ბიზნესის და სტარტაპებისთვის ასეთ პლატფორმებს, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საწყის ეტაპზე, როდესაც ფიზიკური სივრცე და მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გაღება ჩვენთვის პრობლემაა, მიტანის სერვისი არის ერთადერთი და საუკეთესო საშუალება, გავზარდოთ გაყიდვები და მივაღწიოთ ფართო მომხმარებლამდე. როცა ამ ყველაფერს ემატება სწრაფი და ხარისხიანი სერვისი, ეს ზრდის შენს მოქნილობასაც და კომფორტსაც“, - ამბობს My Boba Bubble Tea-ის თანადამფუძნებელი ლუკა გორგოძე.

ვოლტი მომხმარებლისა და პარტნიორების კმაყოფილების დონეს მუდმივად იკვლევს, რაც ლიდერ ტექნოლოგიურ კომპანიას სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და მომხმარებლისა და პარტნიორების მეტი კომფორტის უზრუნველყოფისკენ მიმართული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები