მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volvo და AstraZeneca პარტნიორები გახდნენ – რას მოიცავს შეთანხმება?

volvo

ბრიტანულ-შვედური ფარმაკოლოგიური გიგანტი AstraZeneca და შვედური ავტომწარმოებელი Volvo პარტნიორები გახდნენ.

შეთანხმების ფარგლებში AstraZeneca-ს ავტოპარკი, რომელიც ამჟამად 20,000-მდე ავტომობილითაა დაკომპლექტებული, Volvo-ს მიერ წარმოებული ელექტრომობილებით შეივსება, რათა ფარმაკოლოგიური კომპანიის ავტოპარკი 2026 წლისთვის 100%-ით ელექტრონული გახდეს.

კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, AstraZeneca-ს მთავარი მიზანი ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოზე ზრუნვაა, ამიტომ მათ არჩევანი სწორედ Volvo-ზე შეაჩერეს, რომელიც უსაფრთხოების, ინოვაციურობისა და მდგრადობის ეტალონს წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ შვედური კომპანიების პარტნიორობა სათავეს ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან იღებს, ამ დროიდან მოყოლებული დისტრიბუციის, თანამშრომლების გადაყვანისა და სამედიცინო დანიშნულებით ოპერირების მიზნით, AstraZeneca სწორედ Volvo-ს ავტომობილებით სარგებლობდა.

Volvo-ს მიზანია, რომ 2030 წლისთვის სრულად გადაერთოს ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე, რისთვისაც კომპანია აქტიურად დგამს ნაბიჯებს და სამოდელო რიგს აფართოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები