„ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი VRE (Volvo Retail Experience) შოურუმი უკვე ახალ მისამართზე ფუნქციონირებს და შვედური ბრენდის მომხმარებელს მასპინძლობს. ახალი სივრცე, რომელიც 1200 კვ.მ-ზეა გაშლილი, შოურუმსა და სერვისცენტრს აერთიანებს.
„ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი შოურუმი ბრენდის საერთაშორისო სტანდარტებით არის აშენებული. შენობას კიდევ უფრო გამორჩეულ ვიზუალს ანიჭებს ცხრამეტრიანი მინის თეთრი და ლურჯი ვიტრაჟები. სკანდინავიური მინიმალიზმი და ელეგანტური დიზაინი იგრძნობა ინტერიერშიც.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „ვოლვოს ახალი VRE შოურუმის გახსნა ჩვენთვის წლის ყველაზე მასშტაბური პროექტია. მიხარია, რომ სკანდინავიური ბრენდის მომხმარებლებს უკვე ვმასპინძლობთ ახალ სივრცეში. შოურუმის კონცეფციის მნიშვნელოვან დეტალებს 7 დეკემბერს ოფიციალურ გახსნაზე გავასაჯაროებთ და მჯერა, რომ ეს ახალი სივრცე, მომხმარებლებისთვის ავტომობილის შეძენის სრულიად ახალ გამოცდილებას შექმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის შოურუმი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, ინვესტიციის მოცულობა 15 მილიონი ლარია და ის მსოფლიოში ვოლვოს სხვა შოურუმების ანალოგია“.
„ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი შოურუმი ოფიციალურად 7 დეკემბერს გაიხსნება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, "თეგეტა ქარსში" შემავალი კომპანია "ვოლვო ქარ საქართველო" შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.