“ვოლვო ქარ საქართველო” ტრადიციული შვედური დღესასწაულის, „ლუსიას“ მხარდამჭერია
BM.GE
14.12.22 09:21
• 315
შვედეთის საელჩოს ორგანიზებით თბილისში ტრადიციული შვედური დღესასწაული „ლუსია“ აღინიშნა. ღონისძიება შვედეთ-საქართველოს 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას მიეძღვნა. სადღესასწაულო მიღების მხარდამჭერებს შორის იყო შვედური პრემიუმ ბრენდის ქართული წარმომადგენლობა, „ვოლვო ქარ საქართველო.“ ღონისძიებაზე „ვოლვომ” ინსტალაცია წარადგინა. დარბაზის ყველაზე მაღალ, ვიტრაჟულ ნაწილში, შვედური პრემიუმ ბრენდის ერთ-ერთი ძველი მოდელი, წითელი ვოლვო P1800, საახალწლოდ იყო მორთული. „ვოლვო ქარ საქართველომ“ ღონისძიების სტუმრებს სპეციალური საჩუქრებიც გადასცა. ლუსია არის შვედური უძველესი დღესასწაული, რომელიც 13 დეკემბერს აღინიშნება. საზეიმო მიღებას რესტორან „ფუნიკულიორში“ 350-მდე სტუმარი დაესწრო.