მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volvo-ს უსაფრთხოების ახალი ერა სრულად ელექტრიფიცირებულ EX90-თან ერთად დაიწყო

BM.GE
29.11.22 10:16
302
"ვოლვო ქარსის" სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილების ეპოქა კი ოფიციალურად დაიწყო. უსაფრთხოებით გამორჩეულმა ბრენდმა, შვედურმა ავტოგიგანტმა, Volvo Cars-მა ახალი მოდელი, SUV Volvo EX90 წარადგინა. ინტელექტუალური ტექნოლოგიებით აღჭურვილი საოჯახო ქროსოვერი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. მსოფლიო პრემიერა სტოკჰოლმში შედგა. SUV Volvo EX90 "ვოლვოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ როუენმა ექსპერტებთან ერთად წარადგინა. Volvo EX90-ის წარდგენა "ვოლვო ქარსის" ახალი ერის დასაწყისია. ეს არის ბრენდის პირველი ავტომობილი ახალი თაობის სრულად ელექტრიფიცირებული და პროგრამულად განვითარებული მოდელების სერიიდან. უკვე 2030 წლისთვის კი მსოფლიო ბრენდი მხოლოდ ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს.

სტუმარი:გაგა კოხრეიძე - Volvo Car Caucasus-ის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები