მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VR Holding-ის $600-მილიონიანი პროექტი შეკვეთილში

აინტერესო პროექტი დაანონსდა პარტნიორებთან ერთად გუშინ. VR Holding-ი შეკვეთილში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეველოპერულ პროექტს ახორციელებს. $600 მილიონიანი VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის პროექტი კონკრეტულად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე, სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს გვერდით განხორციელდება. პროექტი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ ურთიერთთანამშრომლობით Paragraph-ის ბრენდის მოთხოვნების და გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდება.

მემორანდუმი Paragraph Freedom Square a Luxury Collection Hotel-ში გაფორმდა და მას ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა.

პროექტი VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ი პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5-ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს აერთიანებს. იგი გულისხმობს უნიკალური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურით - როგორიცაა ღია და დახურული ტიპის აუზები, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ქვიშის ფრენბურთის და პადელის მოედნები, SPA & Wellness ცენტრი, გასართობი და რეკრეაციული სივრცეები. ეკოლოგიურად სუფთა კომპლექსში გადაადგილება ველო და გოლფის მანქანებისთვის განკუთვნილი ბილიკების გამოყენებით და ეკომეგობრული ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი.

პროექტის ჯამური ინიციატივა 0.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მისი მშენებლობა ფაზებად განხორციელდება. პირველი ეტაპი კი 2025 წლისთვის დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები