VR Holding-მა პროექტ "კრწანისი რესორტ რეზიდენსის" მეოთხე ფაზის სამი სადარბაზო მაცხოვრებელს ტრადიციულად, დათქმულ ვადებში ჩააბარა და ახალ მობინადრეებს დასრულებული საცხოვრებლის გასაღებები საზეიმო ვითარებაში გადასცა. აღსანიშნავია ისიც, რომ მაცხოვრებლებს ბინებთან ერთად დასრულებული ინფრაატრუქტურა და გამწვანებული სკვერებიც ჩაბარდა. VR Holding-მა კრწანისში, დაუსახლებელ ადგილზე უნიკალური დეველოპერული პროექტის, “კრწანისი რესორტ რეზიდენსის” შექმნა 12 წლის წინ დაიწყო. კომპანიის მთავარი მიმართულება 30%-იანი განაშენიანება და 70% რეკრეაციაა, რომელიც მოიცავს საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზებს, საჯინიბოს, სპორტულ მოედნებს, საგანმანათლებლო სივრცესა და კომერციული დანიშნულების შენობას.