მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VR Holding-სა და NS Studio-ს შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

VR Vake Skyview Tower
26.01.24 10:20
1234

VR Holding-მა არქიტექტორულ კომპანია - NS Studio-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული პარტნიორობა VR holding-ის კიდევ ერთ პრემიუმ კლასის დეველოპერულ პროექტს VR Vake Skyview Tower-ს უკავშირდება, რომელიც დედაქალაქის ცენტრში, ილია ჭავჭავაძის 49 ნომერში განთავსდება.

VR Vake Skyview Tower მასშტაბური კომპლექსია, შესაბამისად, მისი პროექტირება შრომატევადი პროცესია და პროფესიონალების ჩართულობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ VR Holding-მა VR Vake Skyview Tower-ის პროექტირებისთვის კონკურსი ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა გამოცდილმა კომპანიებმა მიიღეს.

VR Holding ისეთი გამოცდილების მქონე კომპანიას ეძებდა, რომელიც მსგავსი მასშტაბის პროექტის მომზადებას შეძლებდა. პროცესში კი მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა.

კონკურსში არქიტექტორულმა კომპანია - NS Studio-მ გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ VR Vake Skyview Tower-ის პროექტირებას სწორედ NS Studio უხელმძღვანელებს. NS Studio სრულყოფილ საპროექტო დოკუმენტაციას, მათ შორის დეტალურ არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტს, ასევე ინტერიერის დიზაინს მოამზადებს.

„VR Holding ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მასშტაბურ პროექტს - VR Vake Skyview Tower ახორციელებს, რისთვისაც დიდი გამოცდილების მქონე არქიტექტორულ კომპანიას ეძებდა. კომპანიას, რომელიც შეძლებდა მსგავსი პროექტის განხორციელებას და დააკმაყოფილებდა ისეთ მაღალ სტანდარტს, როგორსაც სამშენებლო სექტორში VR Holding-ი უკვე 15 წელია ნერგავს.

ჩატარდა კონკურსი, სადაც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები. კონკურსში NS Studio-მ გაიმარჯვა. დღეს კი ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც NS Studio კვალიფიციური არქიტექტორების, ექსპერტებისა და კონსულტანტების ჩართულობით, საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს. ის შესაბამისობაში იქნება, როგორც ქართულ კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან“ - აღნიშნავს VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერი.

ორი კომპანიის თანამშრომლობით თბილისში უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შეიქმნება. მულტიფუნქციური კომპლექსი სარეკრეაციო და მოსასვენებელ სივრცეებს, სკვერებს, საპარკინგე ადგილებს გააერთიანებს. VR Vake Skyview Tower-ის ბოლო სართულზე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი საცურაო აუზი განთავსდება. შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენ/დასაფრენი მოედანი მოეწყობა. ეს ყველაფერი არ არის - პროექტი Marriott Executive Apartments-ის 5-ვარსკვლავიან აპარტამენტებს გააერთიანებს. პრემიუმ კლასის აპარტამენტები გრძელვადიან გაქირავებაზე იქნება გათვლილი. მისი მფლობელები კი კომპლექსის ყველა უპირატესობით ისარგებლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები