მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VR Holding-სა და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შეკვეთილი

VR Holding-ი შეკვეთილში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეველოპერულ პროექტს ახორციელებს. $600 მილიონიანი VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის პროექტი კონკრეტულად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე, ყველასთვის კარგად ცნობილი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს გვერდით განხორციელდება.

პროექტი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ ურთიერთთანამშრომლობით Paragraph-ის ბრენდის მოთხოვნების და გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდება. მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს, Paragraph Freedom Square a Luxury Collection Hotel-ში გაფორმდა. ღონისძიებას VR Holding-ის დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე მასპინძლობდა.

„VR Shekvetili Forest Beach by Paragraph საკუთარ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურას და გამორჩეულ მომსახურებას შესთავაზებს. პროექტი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ ურთიერთთანამშრომლობით Paragraph-ის ბრენდის მოთხოვნების და გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდება, რაც უძრავი ქონების და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ, გამორჩეულ სტანდარტს დაამკვიდრებს.

„საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ჩართული იქნება მისი ბრენდის - Paragraph-ის მოთხოვნებთან პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, ასევე VR Holding-სთვის სასტუმროების მშენებლობის და მართვის სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით“, - აცხადებენ კომპანიაში.

პროექტი VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ი პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5-ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს აერთიანებს. იგი გულისხმობს უნიკალური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურით - როგორიცაა ღია და დახურული ტიპის აუზები, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ქვიშის ფრენბურთის და პადელის მოედნები, SPA & Wellness ცენტრი, გასართობი და რეკრეაციული სივრცეები. ეკოლოგიურად სუფთა კომპლექსში გადაადგილება ველო და გოლფის მანქანებისთვის განკუთვნილი ბილიკების გამოყენებით და ეკომეგობრული ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი.